სერვისები

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

თანამედროვე კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ინსტრუმენტს საფირმო სტილი წარმოადგენს. იგი კომპანიის იდენტიფიკაციის საფუძველია და ხელს უწყობს მისი ერთიანი სახის შექმნას. საფირმო სტილი უზრუნველყოფს კომპანიის დადებითი იმიჯის ფორმირებას, აძლიერებს სარეკლამო კონტაქტს მომხმარებელთან, მნიშვნელოვნად ამაღლებს კომპანიის ცნობადობასა და რეპუტაციას ბაზარზე, რითაც იმსახურებს პარტნიორთა ნდობას.

კომპანიის საფირმო სტილი გულისხმობს ყველა საფირმო ერთეულის ( საწარმო, აღჭურვილობა, შენობა, პროდუქცია, შეფუთვა, დოკუმენტაცია, ჩაცმულობა და ა.შ. ) ერთიანი გარეგნული იერის შექმნას, რაც ბიზნესის წარმატების საფუძველია. მფლობელთა ჩანაფიქრის მიხედვით სამომავლო სტილის კონცეფცია, ჩვენი დიზაინერების ძალისხმევით რეალობად გარდაიქმნება და წარმატებაც არ დააყოვნებს!